weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სამეგრელოს გუბერნატორი სიგარეტის კონტრაბანდასთან კავშირს უარყოფს

14:13 კვირა, 29 აპრილი 2018

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია უარყოფს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერით გავრცელებულ ინფორმაციას, სიგარეტის კონტრაბანდასთან მისი კავშირების შესახებ.

„ტელეკომპანიის ეთერში გავიდა მცდარი, ყოველგვარ სიმართლეს მოკლებული ინფორმაცია, რომელიც გუბერნატორის თითქოს კონტრაბანდულ საქმიანობას ეხებოდა. ტელეკომპანიას არ ჰქონდა არცერთი ფაქტი, მტკიცებულება და გაჟღერებული ბრალდებები მხოლოდ ერთი პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ეკუთვნოდათ, რომელთა პოლიტიკურ ინტერესსაც მათთვის მიუღებელი გუბერნატორის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. მაშინ როდესაც მედიასაშუალებას შეეძლო მოეკვლია სიმართლე, ფაქტები გადაემოწმებინა წყაროებთან, ამის ნაცვლად მთელი რეპორტაჟის განმავლობაში ცდილობდა მხოლოდ ერთი პარტიის ინტერესის განვრცობას, „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერებისგან მიღებულ ინფორმაციას კი მტკიცებით ფორმაში გადმოსცემდა.

მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გუბერნატორს არათუ კავშირი აქვს მსგავს არაკანონიერ ქმედებებთან, არამედ ათწლეულების განმავლობაში, სწორედ მსგავსი არაკანონიერი ქმედებების წინააღმდეგ იბრძოდა.

კონტრაბანდის წინააღმდეგ ეფექტურად იბრძვის სახელმწიფო. შესაბამისი უწყებების ნაყოფიერი მუშაობის შედეგად არაერთხელ მოხდა კონტრაბანდული საქონლის ამოღება. ასევე არასწორია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ქვეყანაში კონტრაბანდული სიგარეტის რაოდენობა 20 პროცენტით გაიზარდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2017 წელს, ამ მუხლით 64 ფაქტი გამოვლინდა და ამოღებულია - დაახლოებით 557 600 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამსახურები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ.  ამასთან, 2017 წელს, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებული სიგარეტებიდან,  დაახლოებით, 300 000 კოლოფი წარმოადგენდა კონტრაბანდული გზით შემოსულ ტრანზიტულ ტვირთს, რომელიც ადგილობრივი ბაზრისთვის არ იყო გათვლილი.

„რუსთავი 2“-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტში ნაჩვენები ე.წ. „კონტრაბანდული გზა“, რეალურად ჩვეულებრივი გზაა, რომლითაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები სარგებლობენ და გამყოფ ხაზთან ათეული წლებია არსებობს. "რუსთავი 2"-ის უსაფუძვლო ბრალდებებისგან განსხვავებით, ხელისუფლება გამყოფ ხაზთან  ინფრასტრუქტურის განვითარებაზეა ორიენტირებული", - ნათქვამია სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, კონტრაბანდული სიგარეტი ბაზარზე ოცჯერ გაიზარდა.

„ზუგდიდში, თითქმის, ყველა სავაჭრო ობიექტში კონტრაბანდული პროდუქციის შეძენა უპრობლემოდაა შესაძლებელი. სავაჭრო ობიექტებში ყიდიან ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოტანილი არამხოლოდ თამბაქოს, არამედ სხვა პროდუქციასაც“, - იუწყება „რუსთავი 2“.

„ნაციონალური მოძრაობის“ სამეგრელოს ორგანიზაციის თავმჯდომარე, მურთაზ ზოდელავა, ამტკიცებს, რომ ტყის ძმების მეთაურმა, დავით შენგელიამ და გუბერნატორმა, ლევან შონიამ, კონტრაბანდული ქსელი სამეგრელოში წლების წინ ააწყვეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]