weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო 15 წევრით დაკომპლექტდა

19:32 სამშაბათი, 01 მაისი 2018

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭო 15 წევრით დაკომპლექტდა.

პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობა ასეთია: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, ასევე პარლამენტის წევრები: დიმიტრი სამხარაძე, ბიძინა გეგიძე, ირაკლი ტრიპოლსკი, მთავრობის წევრები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი. ასევე „საპარტნიორო ფონდის“ თავმჯდომარე დავით საგანელიძე და თბილისის მერი კახა კალაძე.

აქამდე პოლიტსაბჭო 21 წევრისგან შედგებოდა.

პოლიტიკური საბჭო დატოვეს: ეკა ბესელიამ, ზვიად კვაჭანტირაძემ, ირინა ფრუიძემ, დავით კოღუაშვილმა, სოფო კილაძემ, აკაკი ზოიძემ, ირაკლი სესიაშვილმა, გედევან ფოფხაძემ, ნოდარ ხადურმა, ზვიად გონაძემ, რომან კაკულიამ, თემურ ჭკუასელმა.

11 მაისს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ რიგით მეხუთე ყრილობას გამართავს. პარტიის თავმჯდომარედ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილია წარდგენილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]