weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სისტემა უნდა დაცლილიყო იმ პირებისგან, ვისი ხელითაც ძალადობა ხდებოდა - პრეზიდენტი

13:20 ოთხშაბათი, 02 მაისი 2018

„ის პიროვნებები, რომლებიც ასოცირებული არიან და ამაზე კითხვის ნიშანი არ იბადება, იმ ძალადობასთან, რაც 2012 წლის არჩევნებამდე ხდებოდა, ამ პიროვნებებისგან უნდა დაცლილიყო სამართალდამცავი სისტემა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ანგარიშით გამოსვლისას.

„ამიტომ მივესალმე მე თქვენს ინიციატივას გირგვლიანის შესწორებების შესახებ, რომ დევნა კი არა, დაცლა მომხდარიყო, რომ ის არასოდეს არ განმეორებულიყო, რამაც 2012 წლის წინ მთელი საქართველო გაგვაერთიანა ძალადობის წინააღმდეგ. ეს არ გაკეთდა.

როდესაც ჩვენ არ ვცვლით პროკურატურაში, სისხლის სამართლებრივი დევნის სხვა ორგანოებში იმ ინდივიდებს, რომელთა ხელითაც ხდებოდა ძალადობა, რანაირად უნდა მქონდეს იმედი, რომ გამოძიებული იქნება და საზოგადოებისთვის სამართლიანად იქნება მიწოდებული პრეზიდენტ გამსახურდიას საქმე, ზურაბ ჟვანიას საქმე, რაფალიანცის საქმე, მუხთარლის საქმე.

ჩვენი მიზანი და მისია, და ეს მანდატი გვქონდა - როდესაც ვცვლიდით ხელისუფლებას, რომ ეს ძალადობა შეცვლილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ძალადობა არ ხორციელდება დღეს, მაინც, ამ სტრუქტურების დეპოლიტიზაცია არ მომხდარა.

არ შემიძლია ამ კონტექსტში და ზუსტად იგივე ემოციით არ შევეხო სასამართლო სისტემას. სასამართლო სისტემა მართლაც ძალიან რთულია რეფორმისთვის და ამას ერთ დღეში ვერ გააკეთებ და სწორიც იქნებოდა, რომ არ გვქონოდა ამბიცია, რომ ეს ერთ დღეში მოხდება, მაგრამ საფუძვლის ჩაყრა სასამართლო სისტემის ცვლილებისთვის ჩვენი საერთო ვალდებულება იყო. რა ვუქენით ამ ვალდებულებას დანიშვნებით და იმ პროცესით რომელიც წავრმართეთ? უვადოდ გადავდეთ ეს პროცესი“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]