weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პრეზიდენტმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვა - მომცენ დებატების შესაძლებლობა

16:54 ოთხშაბათი, 02 მაისი 2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის სხდომა დატოვა, ვიდრე მას დეპუტატებისთვის პასუხის გაცემის შესაძლებლობა დებატების ფორმატში არ მიეცემა.  

„თქვენ იცით, რომ გამოცხადებული იყო დებატების ფორმატი, მე მივესალმე დებატების ფორმატს და ამის თაობაზე იყო დაანონსებული არაერთხელ. ჩემთვის ბუნებრივია რომ პატივცემულ დეპუტატებთან მქონდეს საუბრის შესაძლებლობა და დებატების შესაძლებლობა. პრეზიდენტისთვის პასუხის გაცემას იმ კითხვებზე, რომელსაც სვამს პარლამენტი, როდესაც ამას პარლამეტი მიკრძალავს, მე შინაარს ვერ ვხედავ. ასე შემიძლია ტელევიზორში ვუყურო ამ სხდომას. აქედან გამომდინარე, მე ველოდები, რომ პარლამენტი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და მომცემს შესაძლებლობას დებატების ფორმატში შევიდე პატივცემულ დეპუტატებთან. რეგლამენტში არსად წერია, რომ პრეზიდენტს არ აქვს პასუხის გაცემის შესაძლებლობა“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტს შეახსენა, რომ მას დასკვნითი სიტყვის საშუალება ექნებოდა.

„თუ მიიღებენ გადაწყვეტილებას ჩემთვის სიტყვის მოცემის თაობაზე, რა თქმა უნდა დავბრუნდები, - აღნიშნა პრეზიდენტმა სხდომათა დარბაზისა და პარლამენტის შენობის დატოვებისას.

პარლამენტის თავმჯდომარის ვარაუდით, გიორგი მარგველაშვილის ნაბიჯი წინასწარ იყო დაგეგმილი.

„არსებობს რეგლამენტი, რომლითაც იმპერატიულად, დებატების გამართვის პროცედურა განისაზღვრება. რეგლამენტიის თანახმად, სიტყვით გამოდიან ფრაქციები, სხვა სუბიექტები, უმცირესობა, უმრავლესობა და სპიკერები, ამის შემდეგ აქვს პრეზიდენტს საკუთარი, დასკვნითი სიტყვით გამოსვლის უფლება. მას რეგლამენტის თანახმად აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, რომ ყველა კითხვას გასცეს პასუხი. ამისთვის არის დადგენილი შესაბამისი პროცედურა და ამის გამო გამოდის მომხსენებელი პრეზიდენტი ბოლოს. ეს არის დადგენილი პროცედურა, რომელიც 90-იანი წლებიდან მოქმედებს. ეს არის რაციონალური პროცედურა და ეხება სხვა ტიპის დებატებს და დისკუსიებს. პირველად დადგა ეს დებატები კითხვის ნიშნის ქვეშ. ბატონ გიორგის და ქალბატონ ადას არ მოსწონს ჩვენი რეგლამენტი, შეგვიძლია ერთად ვიმსჯელოთ, თუ როგორ შეიძლება გადაიხედოს პარლამენტის რეგლამენტი, თუმცა რაც ბატონმა გიორგიმ გააკეთა, ეს არის კანონმდებლობის და ინსტიტუტის, პარლამენტის უპატივცემულობა. რაც ძალიან სამწუხაროა. მე მიჩნდება ეჭვი, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი და განზრახული ნაბიჯი, რაც კიდევ უფრო მეტად სამწუხაროა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]