weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პარლამენტმა დებატების ფორმატის შეცვლას მხარი არ დაუჭირა

17:48 ოთხშაბათი, 02 მაისი 2018

50 დეპუტატი 28-ის წინააღმდეგ, საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ კენჭისყრაზე დასმულ საკითხს, პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით, დებატების ფორმატი იმგვარად შეცვლილიყო, რომ პრეზიდენტს დისკუსიაში ჩართვის საშუალება ჰქონოდა.

„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმატით. მე მინდა გამოვთქვა იმედი, რომ პრეზიდენტი გადახედავს თავის პოზიციას და პატივს სცემს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს. მინდა გამოვთქვა იმედი, რომ საქართველოს პრეზიდენტი დაუბრუნდება პლენარულ სხდომათა დარბაზს“, - აღნიშნა კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის სხდომა მას შემდეგ დატოვა, რაც მას რეგლამენტზე დაყრდნობით დეპუტატებისთვის პასუხის გაცემის შესაძლებლობა არ მისცეს. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტს შეახსენა, რომ მას დასკვნითი სიტყვის საშუალება ექნებოდა. კობახიძის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ქუთაისი უკვე დატოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]