weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ფინანსთა სამინისტრომ 2018 წელს გამოშვებული მანქანების შესაძენად 2 მილიონი გამოყო

01:03 ხუთშაბათი, 03 მაისი 2018

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2018 წელს გამოშვებული 40 ერთეული ავტომანქანის შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოაცხადა. ავტომანქანების შესაძენად ბიუჯეტიდან 2 078 000 ლარია გამოყოფილი.

საქართველოს მთავრობის ნებართვის საფუძველზე, ორი ელექტრონული ტენდერი (აუქციონის გარეშე) ფინანსთა სამინისტრომ 2018 წლის 1 მაისს გამოაცხადა. ტენდერები 13 – 17 მაისს ჩატარდება. 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ყველა ავტომანქანა უნდა იყოს 2018 წელს გამოშვებული, ბენზინის ძრავით, მარცხენასაჭიანი, ლურჯი და მუქი ლურჯი ფერის. შესასყიდი ავტომობილებიდან 10 ჰიბრიდული ტიპის იქნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]