weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რეგიონულ ხელისუფლებებში უნდა იყოს მეტი კომპეტენცია - კვირიკაშვილი

17:07 შაბათი, 05 მაისი 2018

„ჩვენ მიზნად გვაქვს დასახული, რომ დაახლოებით 10 წლის განმავლობაში მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში გავაორმაგოთ ადგილობრივი თვითმმართელობების დაფინანსება, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგიონებში იქნება გაცილებით უფრო მეტი ჟანგბადი, გაცილებით უფრო მეტი ფინანსური რესურსი, რათქმაუნდა ეს ნიშნავს იმასაც, რომ უნდა იყოს გაცილებით უფრო მეტი კომპეტენცია. არ მინდა, ვინმემ მიიღოს ეს შეურაცხყოფად, მაგრამ რათქმაუნდა, რეგიონულ ხელისუფლებებში ჩვენ გვჭირდება ძალიან კვალიფიციური კადრები“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ პირველ ყოველწლიურ ფორუმზე, რომელიც ახალციხეში გაიმართა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის რეფორმა, რომლის დაწყებაც ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად დავაანონსეთ და უმნიშვნელოვანესია ეს სრულიად ახალი ტენდენცია, რომელსაც 2014 წელს ჩაეყარა საფუძველი - თვითმმართველობის ახალი კოდექსის მიღებით, რომელმაც აბსოლუტურად სხვა ჩარჩო ჩამოაყალიბა უფლებამოსილებების გამიჯვნისა ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის და რომელმაც დასაბამი მისცა უფლებამოსილებების სულ სხვა დონეზე გამიჯვნას და განვითარებას.

ვფიქრობ, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა უდაოდ იკავებს პირველ ადგილს მომავალი რეფორმების სიაში.

გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი ამოცანაა ცხოვრების დონის გათანაბრება სხვადასხვა რეგიონებს შორის. ეს უთანასწორობა რაც დღეს გვაქვს, არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა და რათქმაუნდა, ასეთი ტიპის რეფორმას სჭირდება ადამიანური რესურსი. რათქმაუნდა, ჩვენ გვაქვს დღეს ადამიანური რესურსი, მაგრამ გაცილებით უფრო მეტი გვინდა“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ახალგაზრდები, რომლებიც მიიღებენ საუკეთესო განათლებას მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში, უნდა იყვნენ მოტივირებულნი, რომ წავიდნენ და თავიანთ რეგიონს, თავიანთ სოფელსა და რაიონს ემსახურონ.

ბუნებრივია, მას შემდეგ, რაც ჩვენ დავასრულებთ ძირითად სატრანზიტო ინფრასტრუქტურას, მთავარი აქცენტი გაკეთდება რეგიონებზე. რათქმაუნდა, დღესაც ბევრი პროექტი მიმდინარეობს - წყალმომარაგების, გაზიფიცირების, რეგიონული გზების მშენებლობის, რეგიონული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღორძინების, მაგრამ მომავალში წარმოიდგინეთ, რომ ეს ყველაფერი რამდენიმე გზის გაიზრდება, გამომდინარე ჩვენი პრიორიტეტიდან - ორჯერ გავზარდოთ რეგიონული დაფინანსება მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში და რათქმაუნდა, მთლიანი შიდა პროდუქტიც გაიზრდება ამ პერიოდში. ასევე, გამომდინარე იქიდან, რომ შიდა პრიორიტეტებში გადანაწილება უკვე ცენტრალური სატრანზიტო მაგისტრალებიდან და ინფრასტრუქტურიდან მოხდება კიდევ უფრო მეტად ადგილობრივ ინფრასტრუქტურაში. ჩართულობა ადგილობრივი ხელისუფლების იქნება გაცილებით უფრო მაღალი, საქვეყნო, ქვეყნის მასშტაბის პრობლემების გადაწყვეტაშიც.

განსაკუთღებით ახალგაზრდებს მინდა ვთხოვო, რომ ნუ იქნებიან ინდიფერენტულნი ნურც ერთი პრობლემის მიმართ. თქვენი აქტივობა, ძვირფასო ახალგაზრდებო, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. თქვენი აქტივობა ჩვენ გვაძლევს ენერგიას და თქვენი თამამი გადაწყვეტილებების მიღების უნარი, ხელისუფლებასაც ძალიან სჭირდება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]