weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რეგიონული განვითარების მინისტრმა მეოთხე მოადგილედ გიგა კაცია დანიშნა

13:18 სამშაბათი, 08 მაისი 2018

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მეოთხე მოადგილედ გიგა კაცია დაინიშნა. სამინისტროს ინფორმაციით, გიგა კაცია 2012-2017 წლებში „თიბისი ბანკში“ კორპორატიული დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. მანამდე, ამავე ბანკში, გენერალური დირექტორის მრჩეველი იყო.

„2009 წელს გიგა კაციას ვითიბი ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა, მანამდე კი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მთავარი ბანკირი იყო. გიგა კაცია სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა ბანკ „რესპუბლიკაში“. მას დამთავრებული აქვს გერმანიაში შპარკასეს საბანკო სასწავლებელი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა“, - აღნიშნეს სამინისტროში.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს უკვე ოთხი მოადგილე ჰყავს - პირველი მოადგილეა ირაკლი ქარსელაძეა, რომელიც პარალელურად საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს. მოადგილეები არიან ილია ბეგიაშვილი, მზია გიორგობიანი და გიგა კაცია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]