weather cur horoscope tv
სექტემბერი 23, 2019

„9 მაისს ვულოცავ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ლიდერებს“ - პუტინი

15:37 სამშაბათი, 08 მაისი 2018 hits 931

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ლიდერებს 9 მაისი, ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავი მიულოცა. რუსეთის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არის მოხსენიებული. ამასთან, პუტინმა 9 მაისი საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებს არ მიულოცა.

„ვლადიმერ პუტინმა აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელორუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდოვის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის ლიდერებს და ასევე, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს დიდ სამამულო ომში გამარჯვებიდან 73-ე წლისთავი მიულოცა.

რუსეთის პრეზიდენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გამარჯვების დღე - წმინდა თარიღია და „ჩვენი ერების ერთობისა და შეუდარებელი გმირობის სიმბოლოა, ერების, რომლებიცომის ფრონტებზე მხარდამხარ იბრძოდნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობას სამამულო ომის მოვლენების შესახებ სიმართლე გადაეცეთ. რუსეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ძმური მეგობრობის და ურთიერთდახმარების ტრადიცია, იქნება ქვეყნებს შორის ურთიერთობის განვითარების საფუძველი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]