„ვლადიმერ პუტინმა აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელორუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდოვის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის ლიდერებს და ასევე, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს დიდ სამამულო ომში გამარჯვებიდან 73-ე წლისთავი მიულოცა.
რუსეთის პრეზიდენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გამარჯვების დღე - წმინდა თარიღია და „ჩვენი ერების ერთობისა და შეუდარებელი გმირობის სიმბოლოა, ერების, რომლებიცომის ფრონტებზე მხარდამხარ იბრძოდნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობას სამამულო ომის მოვლენების შესახებ სიმართლე გადაეცეთ. რუსეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ძმური მეგობრობის და ურთიერთდახმარების ტრადიცია, იქნება ქვეყნებს შორის ურთიერთობის განვითარების საფუძველი.