weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

მთავრობა სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის პროექტს იწყებს

17:54 ხუთშაბათი, 10 მაისი 2018

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ევროკომისიის პროგრამის ფარგლებში, სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის პროექტის განხორციელებას იწყებს. პროექტი ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების სამეწარმეო უნარების განვითარების ხელშეწყობას, მათთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაფართოებასა დამათი დასაქმების პოტენციალის გაზრდას.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, საქართველოს ოთხი ახალგაზრდული კავშირი, ფინანსური მხარდაჭერის სახით, ნახევარ მილიონ ლარზე მეტს მიიღებს, რათა მათ სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობებზე იმუშაონ.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ახალგაზრდობაზე ორიენტირებული შრომის ბაზრის შეფასება და ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით, შესაბამისი სატრენინგო მოდულების და ონლაინ პლატფორმების შემუშავება; საჭირო უნარების განვითარების მიზნით, დაუსაქმებელი და სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების მომზადება/გადამზადება; მოეწყობა ქვეყნებს შორის ახალგაზრდების დასაქმების პრაქტიკის გაცვლის ღონისძიებები.

„სწორედ, ეს სჭირდება ახალგაზრდებს იმისათვის, რომ განავითარონ უნარები, რომლებზეც ყველაზე დიდი მოთხოვნაა. მათ შორის, ის სპეციალური უნარები, რომელიც დასაქმებას უკავშირდება. ეს კვლევაც მოგვცემს საშუალებას, რომ  გამოვავლინოთ საჭიროებები და შემდეგ უკვე დავეხმაროთ ამ ახალგაზრდებს. იმედი მაქვს, ეს პროექტი ხელს შეუწყობს რთულ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში მცხოვრები ახალგაზრდების იმ განსაკუთრებული უნარების განვითარებას, რომელიც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის ინფორმაციით, ამ მიმართულებით მთავრობა 700 ათასიდან მილიონ ლარამდე დაფინანსებას გამოყოფს და წელიწადში 60-მდე პროექტს აფინანსებს, რის შედეგადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში უკვე დასაქმებულია 350-მდე ახალგაზრდა, შექმნილია 60 სოციალური საწარმო, მათ შორის: ხეზე კვეთის, მინანქრის, ხალხური რეწვის საწარმოები, ლიტერატურული კაფეები, სათბურები, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საწარმოები და ა.შ.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უახლოეს დღეებში გამოცხადდება ახალგაზრდული იდეების კონკურსი და მისი დაფინანსება 750 000 ლარი იქნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]