weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ქართული ოცნება“ დღეს ყრილობას გამართავს

10:43 პარასკევი, 11 მაისი 2018

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რიგით მეხუთე ყრილობა დღეს გაიმართება. ყრილობა პარტიის ახალ თავმჯდომარეს და განახლებულ პოლიტსაბჭოს აირჩევს.

ყრილობა გაიმართება სამუშაო ფორმატში და მას პარტიის დელეგატები, მინისტრთა კაბინეტის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ყრილობის პროცედურული ნაწილი 16:00 საათზე დაიწყება. 

განიხილება ყრილობის წესდებით გათვალისწინებული საკითხები: აირჩევენ ყრილობის მდივანს, ხმის დამთვლელ კომისიას და სარევიზიო კომისიის წევრებს. დამტკიცდება ყრილობის დღის წესრიგი, წარადგენენ პოლიტსაბჭოს და სარევიზიო კომისიის ანგარიშს. ასევე, წესდებაში შევა ცვლილება პოლიტსაბჭოს შემადგენლობის შემცირებაზე.

17:00 საათიდან მოხდება ყრილობის ოფიციალური ნაწილის ტრანსლირება.

ყრილობის დელეგატებს და მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარტიის გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე.

ყრილობის დასასრულს დელეგატებს სიტყვით მიმართავს პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]