weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ეს იყო ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების დაშინების მცდელობა - რესპუბლიკური პარტია

15:28 შაბათი, 12 მაისი 2018

„12 მაისს, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სახელით ჩატარებული სპეცოპერაცია, ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების დაშინების, სახელისუფლებო ძალის დემონსტირების და პრობლემასთან ბრძოლის სრულიად არაადეკვატური ფორმაა“, - ნათქვამია რესპუბლიკური პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პარტიის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან აუცილებელია გადაიდგას კონკრეტული და ეფექტიანი ნაბიჯები ნარკოტიკების გავრცელებისა და ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ, განსაკუთრებით უკანასკნელ პერიოდში მომხდარი ფაქტების ფონზე, „თუმცა, რეალურად ჩვენ ვხედავთ არა პრობლემის გადაჭრის მცდელობას, არამედ ღამის კლუბებისგან ერთგვარი მტრის ხატის შექმნისა და მათი გარყვნილების ბუდედ წარმოჩენის მიზანმიმრთულ მცდლობებს. ეს იმ დროს, როდესაც სამართალდამცავების რეპრესიები ეხება ძირითადად მომხმარებლებს და გამსაღებელთა დაბალ რგოლს, ხოლო  ნარკორეალიზატორები და მათი სავარაუდო მფარველები, კვლავ ხელშეუხებლები არიან“.

რესპუბლიკურ პარტიას მიაჩნია, რომ ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაცია სასიცოცხლო საკითხია, „რადგან გამოცდილებამ აჩვენა, რომ სასტიკი და მკაცრი მეთოდებით ბრძოლა პრობლემას კი არ აგვარებს, პირიქით - აღრმავებს, რადგან მოქმედება გადადის ფარდის მიღმა, მიწისქვეშეთში“.

„ნარკოტიკებზე მოთხოვნა არ მცირდება, ხოლო ხელისუფლების მსგავსი მიდგომის გამო იზრდება ფატალური შედეგების რიცხვი. ცალსახად დადასტურდა, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება გამოიხატა მისი პირადი მინისტრის, გიორგი გახარიას, მიერ „მკაცრი ხელის“ პოლიტიკის გამოვლენით. ხელისუფლების უსამართლო მეთოდები კი გარდაუვლად იწვევს საქართველოს საზოგადოების ადეკვატურ საპასუხო რეაქციას და სრულდება ხელისუფლების მარცხით.

თბილისი არის აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი მიმზიდველი ქალაქი თანამედროვე კლუბური ცხოვრებით, რაც ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას. სპეცოპერაციის მეთოდებით ხელისუფლებამ მძიმე დარტყმა მიაყენა ჩვენ საერთაშორისო იმიჯს.

მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების ფუნქციაა იზრუნოს თითოეულ ადამიანზე, მათ შორის მომხმარებელზე! ამ მიზნით მან სადამსჯელო ღონისძიებების სახით სპეცოპერაციების ჩატარების ნაცვლად, უნდა შეიმუშაოს ჰუმანური, მწყობრი ნარკოპოლიტიკა, რომლის მიზანი იქნება პრობლემის რეგულირება, ნარკორეალიზატორების და მათი მფარველების დაკავება“, - აღნიშნულია რესპუბლიკური პარტიის განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]