ოქტომბერი 19, 2018
weather cur airplane horoscope tv

ცაიშში საკრებულოს შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა

10:32 - 14 მაისი 2018 hits 558
ფოტოზე თენგიზ ალმასია ფოტოზე თენგიზ ალმასია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ცაიშის თემში ჩატარებულ საკრებულოს შუალედურ არჩევნებშიქართული ოცნებისკანდიდატმა თენგიზ ალმასიამ გაიმარჯვა.

სააგენტო „ლაივპრესის“ ინფორმაციით, სამივე საარჩევნო უბნის მონაცემების მიხედვით, თენგიზ ალმასიამ ამომრჩეველთა ხმების 63,68 % (840 ხმა) მიიღო, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა გოდერძი კუკავამ - 33,51 % (442 ხმა), ხოლო „თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატმა ბაჩუკი ნარუშვილმა - 2,81% (37 ხმა).

ზუგდიდის საარჩევნო ოლქის №67.27 ცაიშის თემში 2 819 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.

ცაიშის თემში შუალედური არჩევნები საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო დაინიშნა. 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არჩეული ცაიშის მაჟორიტარი თამაზ ჟორჟოლიანი, გასული წლის 2 ნოემბერს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]