სააგენტო „ლაივპრესის“ ინფორმაციით, სამივე საარჩევნო უბნის მონაცემების მიხედვით, თენგიზ ალმასიამ ამომრჩეველთა ხმების 63,68 % (840 ხმა) მიიღო, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა გოდერძი კუკავამ - 33,51 % (442 ხმა), ხოლო „თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატმა ბაჩუკი ნარუშვილმა - 2,81% (37 ხმა).
ზუგდიდის საარჩევნო ოლქის №67.27 ცაიშის თემში 2 819 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.
ცაიშის თემში შუალედური არჩევნები საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო დაინიშნა. 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არჩეული ცაიშის მაჟორიტარი თამაზ ჟორჟოლიანი, გასული წლის 2 ნოემბერს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა.