weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

არცერთი ნარკოტიკული საშუალების ლეგალიზებას მხარს არ ვუჭერ - ლევან კობერიძე

13:42 ორშაბათი, 14 მაისი 2018

არცერთი ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის, არც მარიხუანას ლეგალიზებას მხარს არ ვუჭერ - დეკრიმინალიზაცია ის მაქსიმუმია, რა მიმართულებითაც უნდა გადაიდგას ნაბიჯი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით არცერთი ნარკოტიკული საშუალება გამოყოფილი არ არის და ყველა ნარკოტიკი ერთი რეჟიმის ქვეშ განიხილება. კობერიძის განცხადებით, აბსურდულია ნარკოტიკების დაყოფა მძიმე, მსუბუქ, კლუბურ და არაკლუბურ ნარკოტიკებად.

„ის, თუ როგორი უნდა იყოს ნარკოპოლიტიკა საქართველოში, ჩვენი ხედვა სრულად არის ასახული კანონპროექტში, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული. ვთვლი, რომ ყველა პრინციპი და პარამეტრი, რომელიც პროექტშია ასახული, პარლამენტმა უნდა მიიღოს. მსჯელობა მიდის მხოლოდ რამდენიმე საკითხზე, რაც პირადი მოხმარების დოზის ფლობას უკავშირდება. პროექტი საკმაოდ დიდი ხანია შემოტანილია და ყველას მოვუწოდებ, რომ გაგრძელდეს განხილვის პროცესი. გუნდმა ერთი თვე აიღო, რათა პოზიციები მაქსიმალურად დავუახლოვოთ და შევაჯეროთ, რის შემდეგაც პროექტს მსვლელობა უნდა მიეცეს“, - აღნიშნა ლევან კობერიძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]