weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პრეზიდენტი არის არაადეკვატური - გია ვოლსკი

22:25 ორშაბათი, 14 მაისი 2018

„პრეზიდენტის განცხადება არის არაადეკვატური, ისევე როგორც თვითონ არის არაადეკვატური“, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან და ქვეყანაში ნარკოტიკების გავრცელებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება.

„ზედა ეშელონებში უნდა ვეძებოთ ნიშნავს, რომ ზედა ეშელონებს უპირისპირდები ისე, როდესაც არ იცი, როგორც ყოველთვის, არაფერი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა ჰქვია“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 12 მაისს ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას, 13-14 მაისს რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციებსა და დაპირისპირებას დღეს გამოეხმაურა. ის ანტინარკოტიკული კამპანიის დაწყების ინიციატივით გამოვიდა და აღნიშნა, რომ ნარკოპოლიტიკა ლიბერალური უნდა იყოს, ხოლო ნარკოდანაშაულთან ბრძოლა უნდა წარმოებდეს არა ნარკომომხმარებლების, არამედ ნარკოდისტრიბუტორების მიმართულებით.

„ჩვენ ვნახეთ, რომ რვა ადამიანი არის დაკავებული ნარკორეალიზაციის ბრალდებით. თუ ეს ბრალდება დამტკიცდება, ისინი არიან ასე ვთქვათ ქუჩის დილერები, გამყიდველები, ამ შემთხვევაშიც და ყველა შემთხვევაში ნარკოტიკთან ბრძოლა უნდა წარმოებდეს არა დილერიდან მომხმარებელზე, არამედ დილერიდან ორგანიზატორზე, შემომტანზე და ზევით. ეს უნდა იყოს გამოძიების მიმართულება და ასეთ შემთხვევაში ჩვენ რეალურად ნარკოდანაშაულზე გვექნება სერიოზული პასუხი“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის შეფასებით, „ამ დღეებში ვნახეთ როგორც პოლიტიკური, ისე ადმინისტრაციული ქმედებების სრული კრახი და შეცდომების მთელი წყება, რომელიც დაიწყო სპეცოპერაციით და შემდეგაც გრძელდებოდა“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]