weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გერმანიის ეროვნული ნაკრების წევრები ერდოღანთან გადაღებული ფოტოს გამო გააკრიტიკეს

15:54 სამშაბათი, 15 მაისი 2018

გერმანიის ფეხბურთის კავშირმა (DFB) ეროვნული ნაკრების წარმოშობით თურქი წევრები, მესუთ ოზილი და ილაი გიუნდოანი თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრისა და ფოტოების გადაღების გამო გააკრიტიკა.

ლონდონის „არსენალის“ წევრი ოზილი და „მანჩესტერ სიტიში“ მოთამაშე გიუნდოღანი ერდოღანს ლონდონში „ევერტონის“ თურქ ფორვარდ ჯენქ თოსუნთან ერთად შეხვდნენ და პრეზიდენტს ავტოგრაფიანი მაისურები გადასცეს.

გერმანიის ფეხბურთის კავშირის პრეზიდენტმა რაინჰარდ გრინდელმა განაცხადა, რომ საბჭო პატივს სცემს ფეხბურთელების განსაკუთრებულ მდგომარეობასა და წარმოშობას, თუმცა ის ფასეულობები, რასაც გერმანიის საფეხბურთო კავშირი იცავს, სათანადოდ არ არის დაცული თურქეთის პრეზიდენტის მიერ, ამიტომ არ არის კარგი, როდესაც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები გამოყენებული არიან ერდოღანის წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ერდოღანი წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკვე 15 წელია, რაც თურქეთის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს. 2016 წლის ივლისში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ მისი უფლებამოსილება მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2017 წლის აპრილში ჩატარებული რეფერენდუმის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხევითაც თურქეთი საპარლამენტოდან გარდაიქმნება საპრეზიდენტო რესპუბლიკად, გაუქმდება პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, პრეზიდენტი დანიშნავს ვიცე-პრემიერებს, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების წევრებს და პროკურორებს და უფლება ექნება დაითხოვოს პარლამენტი და დამოუკიდებლად გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა.

გადატრიალებასთან კავშირის გამო თურქეთში 50 000-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, მათ შორის - ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, მასწავლებლები, იურისტები და საჯარო მოხელეები.

თურქეთში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 24 ივნისს ჩატარდება და რეჯეფ თაიფ ერდოღანი დიდი ალბათობით ხელისუფლებაში ყოფნის ვადას კიდევ გაიხანგრძლივებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]