weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ხაშურის მაჟორიტარი - მრავალშვილიან დედებს „ქართვლის დედის“ სტატუსი მივანიჭოთ

11:51 ხუთშაბათი, 17 მაისი 2018

„დედა, რომელიც ქვეყანას მრავალ შვილს აღუზრდის და მისი არცერთი შვილი ნასამართლევი არ იქნება, სტატუსით გამორჩეული უნდა იყოს. მრავალშვილიან დედას ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის და ასეთ ქალს, რომელი ეროვნებისაც არ უნდა იყოს, ქართვლის დედის სტატუსი უნდა მიენიჭოს. როგორც ადრე იყო გმირი დედის სტატუსი, ეს სტატუსიც ისეთივე იქნება“, - პირველი არხის ინფორმაციით, ეს განცხადება ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სიმონ ნოზაძემ გააკეთა.

ნოზაძის თქმით, ეს სტატუსი უნდა მიენიჭოს დედას, რომელსაც სამი ან მეტი შვილი ჰყავს.

16 მაისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილეს კანონპროექტი, რომელიც მრავალშვილიანი მშობლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის წესს ეხება. ინიციატივის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტი დააფინანსებს მრავალშვილიანი ოჯახის ელექტროენერგიის სუბსიდიას. კერძოდ, მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს 4 ბავშვი, ელექტროენერგიის სუბსიდიის სახით მიიღებს 20 ლარს ყოველთვიურად, ხოლო ხუთი ან მეტშვილიანი ოჯახი მე-5 და მომდევნო ბავშვზე - დამატებით 10-10 ლარს.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით, გაეროს მოსახლეობის ფონდის კვლევების მიხედვით, 2050 წლისთვის საქართველოს დემოგრაფიული კატასტროფა ემუქრება. ხუნდაძის თქმით, USAID - ის კვლევების მიხედვით, 2032 ქვეყანას შორის მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირების კუთხით საქართველო მე-16 ადგილზეა, შობადობით კი 174-ე ადგილზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]