ნოზაძის თქმით, ეს სტატუსი უნდა მიენიჭოს დედას, რომელსაც სამი ან მეტი შვილი ჰყავს.
16 მაისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილეს კანონპროექტი, რომელიც მრავალშვილიანი მშობლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის წესს ეხება. ინიციატივის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტი დააფინანსებს მრავალშვილიანი ოჯახის ელექტროენერგიის სუბსიდიას. კერძოდ, მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს 4 ბავშვი, ელექტროენერგიის სუბსიდიის სახით მიიღებს 20 ლარს ყოველთვიურად, ხოლო ხუთი ან მეტშვილიანი ოჯახი მე-5 და მომდევნო ბავშვზე - დამატებით 10-10 ლარს.
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით, გაეროს მოსახლეობის ფონდის კვლევების მიხედვით, 2050 წლისთვის საქართველოს დემოგრაფიული კატასტროფა ემუქრება. ხუნდაძის თქმით, USAID - ის კვლევების მიხედვით, 2032 ქვეყანას შორის მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირების კუთხით საქართველო მე-16 ადგილზეა, შობადობით კი 174-ე ადგილზე.