weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ხარაგაულისა და ბაღდათის მაჟორიტარმა ჰომოფობიური განცხადება გააკეთა

22:17 პარასკევი, 18 მაისი 2018

„ქართული ოცნებიდან“ ხარაგაულისა და ბაღდათის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა პარლამენტში ჰომოფობიური განცხადება გააკეთა. დეპუტატმა გეი ადამიანებისთვის შეურაცხმყოფელი ტერმინი მაშინ გამოიყენა, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთვის კითხვის დასასმელად დრო მისცეს.

გიორგი გახარია დღეს პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარდგა. მისი გამოსვლა და დეპუტატების კითხვები 12 მაისს, ღამის კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებულ სპეცოპერაციას და სპეცოპერაციის შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს შეეხებოდა.

„იმ ჯგუფის მიმართ, ვისაც აღიზიანებს თქვენს მიმართ მადლობები, ვიქნები კრიტიკული. როდესაც მინისტრი და სამინისტრო ასეთ ღონისძიებას ატარებს და ყოველგვარი შეცდომების, ძალადობის გარეშე ხდება სიტუაციის რეგულირება, ეს არ მოსწონთ, ხოლო როდესაც უმცირესობები, ნარკომანები, ნარკორეალიზატორები და მათი მხრიდან მართული ჯგუფები ძალადობენ საზოგადოებების მიმართ, ასეთ შემთხვევაში მათ რეაქციებს ვერ ვხედავ ხოლმე. მე, როგორც პარლამენტის წევრი, მივესალმები თქვენს მიდგომებს. როგორც მოქალაქე, ცხადია, მე ვითხოვ კატეგორიულად, დაცული იყოს იმ საზოგადოების ინტერესები, რომლის ინტერესებიც ხშირად ხდება ნარკომანების, ნარკორეალიზატორების და „პიდარასტების“ მიერ ფეხქვეშ გათელილი“, - განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.

კობა ლურსმანაშვილი ხარაგაულისა და ბაღდათის მაჟორიტარ დეპუტატად 2016 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად აირჩიეს. 2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის თებერვლამდე ის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი იყო, ამჟამად კი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტშია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]