weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აშშ-სთან ერთად საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელება დაიწყო

00:25 შაბათი, 19 მაისი 2018

„საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობის ფარგლებში ახალი ეპოქა იწყება, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივებში ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, თითოეული მოქალაქის დაცულობის ხარისხს უფრო გაზრდის და გააძლიერებს“, - ასე შეაფასა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) დაწყება და ვაზიანის აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) გახსნა.

აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურის, ნატოს მოკავშირე ძალების უმაღლესი მთავარსარდალის, გენერალ კურტის სკაპაროტის განცხადებით, პროექტი მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ აშშ და საქართველო იზიარებენ საერთო ვალდებულებას, უზრუნველყონ ქართველი ხალხის უსაფრთხოება და რეგიონის სტაბილირობა.

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა ამერიკელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამის მიზანია საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის ამაღლება ტერიტორიული თავდაცვის უზრუნველსაყოფად. პროგრამა ასევე, უზრუნველყოფს მათი დაკომპლექტების, წვრთნისა და აღჭურვის შესაძლებლობების განვითარებას.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, GDRP-ის სრულფასოვანი იმპლემენტაციისთვის მნიშვნელოვანი აქტივობები ჯერ კიდევ 2017 წელს განხორციელდა - პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად მოხდა კონკრეტული ქვედანაყოფების განსაზღვრა და დაიწყო მათი მოსამზადებელი ტრენინგები. პროგრამის ფარგლებში დაკომპლექტდება, აღიჭურვება და გაიწვრთნება შეიარაღებული ძალების ცხრა სამანევრო ბატალიონი. თითოეული ბატალიონის მომზადება უშუალოდ პროგრამის ფარგლებში განხორციელდება 3 თვის განმავლობაში. ამერიკელი პარტნიორების დახმარებითვე მოხდება საბრძოლო მომზადების ცენტრის აღჭურვა თანამედროვე სიმულაციური და საწვრთნელი ტექნოლოგიებით.

GDRP-ის აქტიური ფაზა 2021 წლამდე გაგრძელდება. საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა მისი განხორციელების პირველ ეტაპზე ჩატარდება აშშ-ის ევროპული სარდლობის ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით, ხოლო შემდგომ წლებში მოხდება უფლებამოსილების და პასუხისმგებლობის გადაბარება ქართველ ინსტრუქტორებზე. 2020 წლიდან აღნიშნულ პროგრამას მთლიანად უხელმძღვანელებენ საბრძოლო მომზადების ცენტრის ქართველი ინსტრუქტორები.

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი GDRP პროგრამით მომზადებას პირველი გაივლის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]