weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„RMG Gold“-ის ხელმძღვანელი ფინანსური პოლიციის უფროსის მოადგილედ დაინიშნა

13:38 ოთხშაბათი, 23 მაისი 2018

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე სოსო რამიშვილი დაინიშნა, რომელიც მანამდე ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებულ კომპანიაRMG Gold“-ში აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო.

სოსო რამიშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე 2018 წლის 23 მარტს დაინიშნა. მანამდე იგი იყო აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე შპს „RMG Gold“-სა და სააქციო საზოგადოება „RMG Copper“-ში. ორივე კომპანიაში ერთობლივად მისი ხელფასი თვეში 10 245 ლარს შეადგენდა. 

2016 წლის 2 მარტიდან 2017 წლის 1 თებერვლამდე სოსო რამიშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს) მე-4 მთავარი სამმართველოს ერთ-ერთი განყოფილების უფროსის თანამდებობა ეკავა. 

კომპანიები „RMG Gold “ და „RMG Copper“ სპილენძისა და ოქროს შემცველი მადნების მოპოვება-გადამუშავების შედეგად აწარმოებენ სპილენძის კონცენტრატს და ოქროს დორე შენადნობს (ნახევარფაბრიკატის სახით). წარმოებულ პროდუქციას ყიდულობენ მსხვილი საერთაშორისო კომპანიები. აფინაჟის (გაწმენდის) შედეგად მიღებული სუფთა ლითონები (ოქრო, სპილენძი, ვერცხლი) შემდგომში ლონდონის საფონდო ბირჟაზე იყიდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]