weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ღვთისმშობლის აგდებულად ხსენება შეურაცხყოფს მორწმუნე ქრისტიანის გრძნობებს – სააკაშვილი

21:16 ხუთშაბათი, 24 მაისი 2018

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გიორგი გაბუნია ძალიან კარგი ჟურნალისტია, მაგრამ ამ ბოლო დღეებში მისი გამოსვლა დიდი შეცდომა და ჩავარდნა იყო.

„ყველას უნდა ესმოდეს, რომ ზღვარგადასული არ ვარგა არაფერი. ღვთისმშობლის აგდებულად მოხსენება შეურაცხყოფს ყველა მორწმუნე ქრისტიანის გრძნობებს, ისევე როგორც საკუთარი დედის აუგად მოხსენიება. პირადად ჩემთვის, ეს იყო ძალიან უსიამოვნო სანახავი.

ვთხოვ ყველას, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის გრძნობებს და თავი შევიკავოთ უაზრო წყენის მიყენებისგან და როდესაც ასეთი რამ ხდება, ჩვენ გვაქვს უფლება მოვითხოვოთ საჯარო ბოდიში!

ამავე დროს, მიუღებელია ამ თემის, ერთი ჟურნალისტიდან, მთლიანად „რუსთავი 2“-ზე განვრცობა და მთელს ტელევიზიაზე აგრესიის გადატანა, რაც პირდაპირ შედის ქართველი ხალხისა და საქართველოს ეკლესიის მტრის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში“, - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

დღეს საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რომლითაც ის სამღვდელოებას მოუწოდებს, შეწყვიტოს ყოველგვარი ურთიერთობა „რუსთავი 2“-თან, არ მისცენ ინტერვიუ და არ მიიღონ არცერთ გადაცემაში მონაწილეობა. საპატრიარქოს განცხადებით, სასურველია, იგივე გაითვალისწინონ მათ, ვისთვისაც ღირებულია ეკლესია და მათი ფასეულობები. ამასთან, საპატრიარქო მოუწოდებს ხელისუფლებას, გადადგან ქმედითი და სწრაფი ნაბიჯები, რათა შეიქმნას საზოგადოების დამცავი სამართლებრივი და სხვა სახის მექანიზმები. 

22 მაისს, გადაცემაში „არჩევანი“, რომლის თემა ცენზურა იყო, გიორგი გაბუნიამ ლია უკლებას ნახატის „თვითმკვლელი ღვთისმშობელი“ შესახებ თქვა: „დღეს სტუდიაში ერთი უცნაური სტუმარიც გვყავს, ეს არის მარიამი, სათამაშო პისტოლეტით, რომელიც როგორც წესი, ცნობილია „თვითმკვლელი ღვთისმშობლის“ სახელით, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ პისტოლეტი სათამაშოა, სინამდვილეში ის თავს ვერ მოიკლავს. ასე რომ, ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს“. ამ განცხადების გამო, ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტმა იობმა გიორგი გაბუნია დაწყევლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]