weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები „რუსთავი 2“-ს ინტერვიუს არ მისცემენ – ირმა ინაშვილი

12:37 პარასკევი, 25 მაისი 2018

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, დეპუტატ ირმა ინაშვილის განცხადებით, მისი პარტია ეთანხმება 24 მაისს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას და სრულად იზიარებს მის სულისკვეთებას.

ინაშვილის თქმით, „პატრიოტთა ალიანსის“ არცერთი წევრი ინტერვიუს არ მისცემს „რუსთავი 2“-ს.

საქართველოს საპატრიარქომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ბოიკოტი გამოუცხადა. საპატრიარქო სამღვდელოებას მოუწოდებს, შეწყვიტოს ყოველგვარი ურთიერთობა „რუსთავი 2“-თან, არ მისცენ ინტერვიუ და არ მიიღონ არცერთ გადაცემაში მონაწილეობა. საპატრიარქოს განცხადებით, სასურველია, იგივე გაითვალისწინონ მათ, ვისთვისაც ღირებულია ეკლესია და მათი ფასეულობები. ამასთან, საპატრიარქო მოუწოდებს ხელისუფლებას, გადადგან ქმედითი და სწრაფი ნაბიჯები, რათა შეიქმნას საზოგადოების დამცავი სამართლებრივი და სხვა სახის მექანიზმები.

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეფასებით, საპატრიარქო ხელისუფლებას ცენზურის დაკანონებისკენ მოუწოდებს და შუღლის გაღვივებას ცდილობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]