weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

საქართველო ლიტვის ავთენტურ დასახელებას - ლიეტუვას გამოიყენებს

15:57 პარასკევი, 25 მაისი 2018

საქართველო, დღემდე დამკვიდრებულ „ლიტვასთან“ ერთად ქვეყნის ავთენტურ დასახელებას - ლიეტუვას (Lietuva) გამოიყენებს. ეს არის საპასუხო ნაბიჯი  ლიეტუვას გადაწყვეტილებაზე, რომელმაც ენის სახელმწიფო კომისიის დასკვნის შესაბამისად, აღიარა საქართველოს ავთენტური დასახელება Sakartvelo (Sakartvelas), რომელიც მანამდე მოხსენიებულ სახელ Gruzia-თან იქნება გამოყენებული.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ანალოგიური ნაბიჯის გადადგმის საკითხი შეისწავლა საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სპეციალურმა კომისიამ, რომელშიც შედიან ისეთი ავტორიტეტული ენათმეცნიერები, როგორებიც არიან მზექალა შანიძე, თამაზ გამყრელიძე და შუქია აფრიდონიძე.

„ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მხრიდან ასევე გადაიდგას საპასუხო ნაბიჯი და ამ ქვეყნის ავთენტური დასახელება - ლიეტუვა (Lietuva), გამოყენებული იყოს აქამდე გამოყენებულ ლიტვასთან ერთად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორი ასეთი მნიშვნელოვანი შემხვედრი ნაბიჯი გადაიდგა, მით უმეტეს, როდესაც დღეს საქართველოში ჩამობრძანდება ლიტვის პრეზიდენტი. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი, დადებით ფონის შემქმნელი ნაბიჯი იქნება“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]