გამოფენა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნების 100 წლის იუბილის ფარგლებში ჩატარდა. მას ბრაზილიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და ქვეყნის კულტურული და საგანმანათლებლო წრეების, ასევე ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
გამოფენის ფარგლებში დამთვალიერებლებს ქართული ღვინისა და ტრადიციული ქართული ტკბილეულის დაგემოვნების შესაძლებლობა ჰქონდათ.