„დიდი სიხარულით გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს თქვენ და საქართველოს მოსახლეობას. ბედნიერებას და იღბალს გისურვებთ. წელს ეს დღე განსაკუთრებულია, ვინაიდან საქართველო პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან ასი წლისთავს აღნიშნავს.
ასეთ დროს ვფიქრობ ჩვენს ქვეყნებს შორის ახლო კავშირებზე, როგორც ისტორიულზე, ისე ამჟამინდელ და სამომავლოზე“, - ნათქვამია ელისაბედ მეორის მილოცვაში, რომელიც საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩომ გაავრცელა.