weather cur horoscope tv
აგვისტო 11, 2022

უხეშად არ უნდა შეეხოთ ქრისტიანობას, ეს არ რჩება დაუსჯელი – ილია II

16:23 კვირა, 27 მაისი 2018

„უხეშად არ უნდა შეეხოთ სარწმუნოებას, ქრისტიანობას, ეს არ რჩება დაუსჯელი“, – ამის შესახებ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით განაცხადა.

„მინდა, ორიოდე სიტყვით შევეხო იმ საკითხს, რომელიც იყო ამ დღეებში, ურთიერთობა ეკლესიასა და ტელევიზიას, „რუსთავი 2“-ს შორის. მე მინდა გითხრათ, რომ უხეშად არ უნდა შეეხოთ სარწმუნოებას, ქრისტიანობას, ეს არ რჩება დაუსჯელი. ჩვენ ვილოცებთ იმისთვის, რომ ღმერთმა ყველას შეგვინდოს ჩვენი შეცოდებანი. მე მინდა გითხრათ, რომ ყველა ადამიანი, რომელიც ცხოვრობს და აღიარებს მართლმადიდებლობას, ჩვენი სულიერი შვილია. ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის და იმედია, რომ გამოსწორდება ურთიერთობა ჩვენს შორის“, – განაცხადა ილია მეორემ.

24 მაისს საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რომლითაც სამღვდელოებას მოუწოდა, შეწყვიტოს ყოველგვარი ურთიერთობა „რუსთავი 2-თან“, არ მისცენ ინტერვიუ და არ მიიღონ არცერთ გადაცემაში მონაწილეობა. საპატრიარქოს განცხადებით, სასურველია, იგივე გაითვალისწინონ მათ, ვისთვისაც ღირებულია ეკლესია და მათი ფასეულობები.

საპატრიარქოს განცხადებამდე მიტროპოლიტმა იობმა ჟურნალისტი და „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანის“ წამყვანი გიორგი გაბუნია დაწყევლა და შეაჩვენა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]