weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მცხეთის საკრებულომ კულტურის სამსახურს პროსტიტუციასთან ბრძოლა დაავალა

10:58 ხუთშაბათი, 31 მაისი 2018

მცხეთის საკრებულომ მერიის კულტურის, განათლებისა და სპორტის სამსახურის დებულება დაამტკიცა, სადაც მითითებულია, რომ სამსახურის ერთ-ერთ ფუნქციას დამნაშავეობის, ნარკომანიის, პროსტიტუციისა და ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.

მერიის სამსახურის დებულება მცხეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცეს. სხდომას საკრებულოს 29 წევრიდან 21 ესწრებოდა, დადგენილება კი ერთხმად იქნა მიღებული.

საკრებულოს დადგენილებაში აღნიშნულია, რომ კულტურის, განათლებისა და სპორტის სამსახურის სტრუქტურაში 4 განყოფილებაა, რომელთაგან ერთ-ერთის ფუნქციაა ახალგაზრდებს შორის დამნაშავეობის, ნარკომანიის, ალკოჰოლიზმისა და პროსტიტუციის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობა თავის კომპეტენციის ფარგლებში, თუმცა, დადგენილებაში მითითებული არ არის, თუ კონკრეტულად რა უფლებამოსილებები იგულისხმება „კომპეტენციაში“. აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობა მუნიციპალური ორგანოების ამგვარ უფლებამოსილებას არ ითვალისწინებს.

ანალოგიური შინაარსის რეგულაციები მიღებული აქვთ ასევე ყვარლის, გურჯაანისა და ზუგდიდის საკრებულოებს, თუმცა ამ შემთხვევებში ხსენებული ფუნქცია არა მერიის სტრუქტურულ ერთეულს, არამედ საკრებულოს კომისიას აქვს მინიჭებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]