weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბიძინა ივანიშვილი - ირაკლი შოთაძის გადადგომა არის სრულიად ახალი სტანდარტი

20:40 ხუთშაბათი, 31 მაისი 2018

პარტია „ქართულ ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმისა და ირაკლი შოთაძის გადადგომის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ხორავას ქუჩაზე მომხდარმა ტრაგედიამ მეც ისევე შემზარა, როგორც მთელი ქართული საზოგადოება,-ამის  თქვენთან ერთად მეც მძაფრი ინტერესით ვაკვირდებოდი სამართლებრივი პროცესის მიმდინარეობას და დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება სრულად და დროულად აღსრულდებოდა. მე პირადად ვიცნობ ირაკლი შოთაძეს და დარწმუნებული ვარ მის პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებაში. მჯეროდა და მჯერა, რომ ირაკლი და მისი უწყება ყველაფერს აკეთებდნენ, რათა ყველა დამნაშავეს ადეკვატურად ეგო პასუხი კანონის წინაშე. სამწუხაროდ, მოვლენები ისე განვითარდა, რომ გამოძიების სანდოობა დაზარალებულის და საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან ეჭვის ქვეშ დადგა, რასაც მთავარი პროკურორის მხრიდან მყისიერად მოჰყვა უკიდურესად ღირსეული, უმაღლესი პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობით გამსჭვალული ნაბიჯი.

ირაკლი შოთაძის გადადგომა არის ის სრულიად ახალი სტანდარტი, რომლის დამკვიდრება იყო „ქართული ოცნების“ თაოსნობით განხორციელებული 2012 წლის სახალხო რევოლუციის მთავარი მიზანი. კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო დაზარალებულ ოჯახებს და გამოვთქვა რწმენა, რომ მართლმსაჯულება ყოველ მიზეზ გარეშე აღსრულდება!“,- აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]