weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დაპირისპირება გორის საკრებულოში მანქანების ყიდვის საკითხზე

12:09 პარასკევი, 01 ივნისი 2018
ფოტოზე (მარჯვნივ) მარლენ ნადირაძე ფოტოზე (მარჯვნივ) მარლენ ნადირაძე

გორის საკრებულოს სამანდატო კომისიის სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებისთვის ავტომობილების ყიდვის საკითხის განხილვას დაპირისპირება მოჰყვა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარლენ ნადირაძესა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრს ირმა ამბარდანიშვილს შორის. კამათის დროს, მარლენ ნადირაძემ ირმა ამბარდანიშვილს ხელიდან დოკუმენტები გამოგლიჯა და ზედ შეაყარა.

„მე მახსოვს, 2012 წელს ხელისუფლებაში რომ მოხვედით, ამბობდით, რომ ჯორებით აპირებდით საქართველოს შემოვლას და მანქანები უნდა გაგეყიდათ“, - მიმართავს ირმა ამბარდანიშვილი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს. ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა ტელეკომპანია „თრიალეთმა“ გაავრცელა.

ამ რეპლიკას მარლენ ნადირაძის გაღიზიანება მოჰყვა. მან საკრებულოს წევრს უყვირა, მოუწოდა, რომ გაჩუმებულიყო, შემდეგ კი დოკუმენტები ხელიდან გამოგლიჯა და ზედ შეაყარა. ეს ფაქტი სხდომაზე დამსწრე საკრებულოს სხვა წევრებს არ გაუპროტესტებიათ.

„ავტომანქანები ეყოლება მერის ორივე მოადგილეს, ასევე ეყოლება საკრებულოს თავმჯდომარეს და მის ორივე მოადგილეს. მითითებულია, რომ იგეგმება 25 და 18 ათასად ღირებული ავტომანქანების შეძენა. როცა ვკითხე, რა საჭირო იყო ამ მანქანების შეძენა იმიტომ, რომ  პრემიერ-მინისტრმა თქვა, ძვირადღირებულ მანქანებზე ბიუჯეტიდან ფული აღარ უნდა დაიხარჯოს და არც შავი ფერის ავტომობილები არ უნდა შეიძინონ, ნადირაძემ თქვა, რომ არ იზიარებს პრემიერის შეხედულებებს და მუნიციპალიტეტი დამოუკიდებელია“, - უთხრა ირმა ამბარდანიშვილმა „რეგინფოს“.

მისივე თქმით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ განმარტა, რომ გორის მუნიციპალიტეტში 31 მაღალმთიანი სოფელია, სადაც ამ მანქანებით უნდა ავიდნენ.

„სხდომას ესწრებოდა სპეციალისტი ამ სოფლებიდან, რომელსაც ვკითხე რამდენჯერ და რა მანქანით იყო ასული იქ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რაზეც მიპასუხა, რომ არცერთხელ არ ასულა“.

„რეგინფომ“ არაერთი მცდელობის მიუხედავად მარლენ ნადირაძესთან დაკავშირება ვერ შეძლო. სამანდანტო კომისიის სხდომაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განმარტება არც საკრებულოში გააკეთეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]