weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის შენობის წინ ზაზა სარალიძეს შეხვდა

14:01 პარასკევი, 01 ივნისი 2018

„მთავარი სათქმელი იყო იმ ტკივილის გაზიარება, რომლითაც სავსეა ამ კაცის გული, რომელიც ბევრ ადამიანს შეეხო და ბევრ ადამიანს აქვს ეს განცდა. მეორე, ჩემი მიზანია ვეურთიერთო ზაზას და სხვა ადამიანებს, ვისაც აქვთ ეს გულისტკივილი, იმისათვის რომ უზრუნველყოფილი იყოს მშვიდი, წყნარი, სტაბილური პროცესი და ქვეყანა იყოს სიმშვიდეში“, განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც პარლამენტის შენობის წინ დადგმულ კარავში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს პირისპირ შეხვდა და მხარდაჭერა გამოუცხადა.

„მე ბუნებრივია, კომუნიკაცია მექნება ხელისუფლებასთანაც. ამ მოტივით, არ დავიღლები იმ სამსახურში, რომ საქართველო იყოს ყველასთვის ისეთი ქვეყანა, რომელშიც ისინი ერთდროულად პოულობენ სამართლიანობის განცდას და ამავე დროს, სტაბილური ქვეყანა. მე ამ მიზნისთვის მუშაობაში არ გავჩერდები“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

ზაზა სარალიძესა და პრეზიდენტს შორის შეხვედრა საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. როგორც სარალიძემ თქვა, პრეზიდენტს გადასცა მოთხოვნა, რომ მისი შვილის ყველა მკვლელი იქნას დასჯილი.

„გავუზიარე ის დეტალები, რა დეტალებიც იყო დამალული. რა ბერკეტი აქვს და რას გამოიყენებს, ვერ გეტყვით. სავარაუდოდ, მთავრობასთან წავა მოსალაპარაკებლად, რომ როგორმე მივიღოთ ის მოცემულობა, რაც ჭეშმარიტებას შეესაბამება“, - აღნიშნა ზაზა სარალიძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]