weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

არასამთავრობო ორგანიზაციები თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვენ

12:22 სამშაბათი, 05 ივნისი 2018

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ახალი მთავარი პროკურორის შესარჩევ კონსულტაციებში მონაწილეობას არ მიიღებენ.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს გამართულ კონფერენციაზე განაცხადეს, თეა წულუკიანი არ იქნება მიმართული იმისკენ, რომ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ღირსეული მთავარი პროკურორი შეარჩიოს.

„ჩვენ მივმართავთ საქართველოს მთავრობას, გადააყენოს იუსტიციის მინისტრი იმიტომ, რომ მან წლების განმავლობაში ვერ გაართვა თავი იმ მნიშვნელოვან მისიას, რასაც მართლმსაჯულების სექტორში რეფორმა ჰქვია. ვფიქრობთ, რომ ამ პირობების გათვალისწინებით, არ არის სწორი თუკი კონსულტაციაში ჩავერთვებით მასთან მთავარი პროკურორის არჩევის პროცესში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში ეს ადამიანი არ იქნება მიმართული იმისკენ, რომ მართლაც დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ღირსეული მთავარი პროკურორი აარჩიოს. ამიტომ, ჩვენ მას კონსულტაციების მაგიდასთან არ დავუსხდებით და უარს ვამბობთ ამ პროცესში მონაწილეობაზე“,- განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დირექტორმა ეკა გიგაურმა.

„ბოლო პერიოდში პირველად არ ვხედავთ, რომ იუსტიციის მინისტრი არ არის ადეკვატური იმ მოვლენების მიმართ, რაც ქვეყანაში ხდება. მათ შორის იმ ფონზე, როდესაც საზოგადოების სრული კონსენსუსი არსებობს პროკურატურის მიმართ უნდობლობაზე და კონკრეტულად, უნდობლობაზე მთავარი პროკურორის მიმართ, რომელიც გადადგა, თეა წულუკიანი კვლავაც მადლობას უხდიდა მას და ადეკვატურად ვერ აფასებდა იმ გამოწვევებს, რა გამოწვევებიც არსებობს პროკურატურასთან და მთლიანად მართლმსაჯულებასთან მიმართებაში“, - აღნიშნა „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.

პრესკონფერენციას ესწრებოდნენ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, „საფარის“, „სამართლიანი არჩევნების“, ადამიანის უფლებათა ცენტრისა და ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ წარმომადგენლები.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავარი პროკურორის შესარჩევად საჯარო კონსულტაციები 4 ივნისიდან დაიწყო.

მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა 31 მაისს დატოვა. შოთაძე მას შემდეგ გადადგა, რაც ხორავას ქუჩაზე მოკული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ და პროკურატურის საქმიანობით უკმაყოფილო ადამიანებმა მთავარ პროკურატურასთან აქცია გამართეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]