weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

აფხაზეთში პარტია „ამცახარა“ რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვს

14:09 ოთხშაბათი, 06 ივნისი 2018

ოკუპირებულ აფხაზეთში, ოპოზიციური პოლიტიკური პარტია „ამცახარა“ დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვს და საპროტესტო აქციებს აანონსებს. პარტიულ ყრილობაზე მიღებულ რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ხაჯიმბას საქმიანობა „სახელმწიფოებრიობის დაკარგვის“ საფრთხეს ქმნის.

რეზოლუციის მიხედვით, აფხაზეთში ღრმავდება სოციალურ-ეკონომიკური და საზოგადოებრივ-პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც ქვეყანა 2014 წელს მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ აღმოჩნდა;

რეალური ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც მიმართული იქნებოდა მდგომარეობის შესამჩნევი გაუმჯობესებისკენ, ხელისუფლების მიერ ჩანაცვლებულია ძვირადღირებული, განუხორციელებელი სარეკლამო პროექტებით;

კორუფციის შემზარავი ზრდის გამო არ შესრულდა 2017 წლის ბიუჯეტი;

არ სრულდება ვალდებულებები საზოგადოების წინაშე, რომელიც სოციალური აფეთქების ზღვარზეა;

შეიმჩნევა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებების დონის ზრდა;

უცხო ქვეყნის მოქალაქეების გატაცებებმა კატასტროფული ხასიათი მიიღო, მაგრამ ხელისუფლებას სიტუაციის გამოსწორების უნარი არ აქვს

საზოგადოებისთვის დაპირებული რეალური რეფორმები არ ხორციელდება;

ხელისუფლებაში ყოფნის ოთხი წლის განმავლობაში, ვერ მოხდა მმართველი გუნდის ჩამოყალიბება, „რესპუბლიკას“ კი ზარავს მთავრობების დაუსრულებელი ცვლა;

ზოგადი სიტუაცია „ქვეყანაში“ მოწმობს იმას, რომ პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა უუნაროა საკმარისად ეფექტურად შეასრულოს თავისი უფლებამოსილება.

ე.წ. პარტია „ამცახარას“ მე-10 ყრილობა აცხადებს, რაულ ხაჯიმბას საქმიანობა აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტზე არაკომპეტენტურია და სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საფრთხეს ქმნის.

„ამცახარა“ მიმართავს ხაჯიმბას, ნებაყოფლობით, ვადამდე დატოვოს საკუთარი თანამდებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი „არაკონტროლირებადი, დამანგრეველი პროცესებისგან თავის ასარიდებლად, ოპოზიციური ძალები იძულებულები იქნებიან ქვეყანაში კანონიერი აქციების ორგანიზება დაიწყონ“.

ყრილობის მიერ მიღებულ რეზოლუციას „აფსნი ლაიფი ავრცელებს.

რაულ ხაჯიმბა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი 2014 წლის სექტემბრიდან არის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]