weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პარლამენტის წევრის ხელფასის გაზრდა არ იგეგმება - თამარ ჩუგოშვილი

14:51 ხუთშაბათი, 07 ივნისი 2018

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი უარყოფს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, პარლამენტის წევრების ხელფასის შესაძლო გაზრდის შესახებ.

„რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა სრულიად მცდარი ინფორმაცია პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტიდან მათ სწორ ინფორმაციას აწვდიდნენ.

პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურება არ გაზრდილა 2012 წლის მერე და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არც გაიზრდება ამ მოწვევის პარლამენტში.

კარგი იქნება ინფორმაციის გადამოწმების ელემენტარულ წესს თუ დავიცავთ და უსაფუძვლო მღელვარებას არ შევქმნით“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

გაზეთ „რეზონანსის“ ცნობით, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ახალი რეგლამენტის დამტკიცების შემთხვევაში გაზრდილ ხელფასს მიიღებენ. უმრავლესობის მიერ შემუშავებული რეგლამენტის პროექტით, დეპუტატის საბაზო ხელფასი 2.3-ჯერ გაიზრდება და 4624 ლარს შეადგენს.

„პირველი რადიოს“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე პარლამენტის წევრის შრომითი გასამრჯელო, რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. კერძოდ საბაზო თანამდებობრივი სარგო - 2000 ლარის ოდენობით, 1790 ლარი სადეპუტატო უფლებამოსილების განსახორციელებლად და პარლამენტის თანამდებობების სპეციალური გასამრჯელოები. შემდგომში კი რიგითი დეპუტატი მიიღებს ყოველთვიურად 4624 ლარს და ასევე 1790 ლარს სადეპუტატო უფლებამოსილების განსახორციელებლად. ანუ რიგითი დეპუტატის ხელფასი 6414 ლარი გახდება.

მედიით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2020 წლიდან, ახალი კანონის მეშვეობით პარლამენტის თავმჯდომარე - 5905 ლარის ნაცვლად, თვეში 8529 ლარს აიღებს; პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე - 5570 ლარის ნაცვლად, 8194 ლარს; უმრავლესობის ლიდერი - 4705 ლარის ნაცვლად, 7329 ლარს; კომიტეტის თავმჯდომარე - 4705 ლარის ნაცვლად, 7329 ლარს; კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - 3970 ლარის ნაცვლად, 6594 ლარს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]