საკრებულოს დადგენილებაში, რომელიც კატების, ძაღლების და სხვა შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და პოპულაციის მართვის წესს შეეხება, ასევე იკრძალება მათთვის ბიბილოს, ნისკარტის, ფრთების მოჭრა, ჩლიქების ან ეშვების დამახინჯება, ბუმბულის მოგლეჯა და ა.შ.
დადგენილების თანახმად, ამგვარი სასტიკი მოპყრობის ჩამდენ პირთა მიმართ გავრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი, ხოლო მეპატრონეს დაუყოვნებლივ ჩამოერთმევა ცხოველი და სპეციალურ თავშესაფარს გადაეცემა. მეპატრონეს უფლება ექნება სარჩელით მიმართოს სასამართლოს და ჩამორთმეული ცხოველის დაბრუნება მოითხოვოს.
ფოთის მეექვსე მოწვევის საკრებულოში 25 წევრიდან 18 „ქართულ ოცნებას“, 2 „ნაციონალურ მოძრაობას“, 1 „ევროპულ საქართველოს“, 1 „პატრიოტთა ალიანს“, 1 „საქართველოს ლეოიბორისტულ პარტიას“ და 1 „შენების მოძრაობას“ ჰყავს.
„რეგინფო“ წერდა, ანალოგიური შინაარსის დადგენილება 2018 წლის 25 მაისს წყალტუბოს საკრებულომ მიიღო.