weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აჭარის მთავრობამ შესაძლოა მეხუთე სამინისტრო შექმნას

18:46 ხუთშაბათი, 07 ივნისი 2018

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შესაძლოა მე-5 სამინისტრო შეიქმნას. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის განცხადებით, ამ საკითხზე ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან კონსულტაციები მიმდინარეობს. პატარაძე არ აკონკრეტებს, რა მიმართულებით იმუშავებს ახალი უწყება.

აჭარის ტელევიზიის ცნობით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რეგიონში ტურიზმის ან ეკომიგრაციის მიმართულებით მომუშავე სამინისტროს შექმნა იგეგმება.  

„ჩვენ არ ვჩქარობთ იქიდან გამომდინარე, რომ უნდა დასრულდეს კონსულტაციების ციკლი. ჩვენი სპორტული ინტერესი არ არის ის, რომ სამინისტრო დაემატოს. ჩვენთვის მთავარი ამოცანაა საჭიროება, თუ რომელი მიმართულებით გვჭირდება გაძლიერება, სად გვჭირდება ოპტიმიზაცია, შერწყმა. ყველა ეს ფაქტორი იქნება აწონილი“, - აღნიშნა პატარაძემ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცესო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო ჩხეტიას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ახალი სამინისტრო შეიქმნება, საჯარო სამსახურში დასაქმებულთა რიცხვი დიდად არ გაიზრდება. მისივე განმარტებით, მსჯელობენ უკვე არსებული რესურსების გადანაწილებაზე.

ოპოზიცია მეხუთე სამინისტროს შექმნის წინააღმდეგია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ უმაღლესი საბჭოს წევრს, გიორგი აბულაძეს მიაჩნია, რომ ნებისმიერი ახალი საჯარო დაწესებულების შექმნა ბიუროკრატიის ხარჯების გაზრდის, რაც არ შედის მოსახლეობის ინტერესებში.

ამ დროისთვის აჭარის მთავრობის კაბინეტი ასე გამოიყურება: ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, სოფლის მეურნეობის მინისტრი, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.

რეგიონის მთავრობას მინისტრთა კაბინეტის გაზრდის საშუალებას აძლევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები, რომელიც ძალაში 24 მაისს შევიდა.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]