weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზაზა სარალიძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიიდან ეკა ბესელიას აცილებას ითხოვს

12:17 პარასკევი, 08 ივნისი 2018

„ეკა ბესელია თუ იქნება კომისიაში, არ ვითანამშრომლებ. გამორიცხულია“, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელთან, სერგი კაპანაძესთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„ბესელიას გარდა ყველას ვენდობი კომისიაში. ადამიანი, რომელიც მადანაშაულებს, რომ თითქოს რომელიღაც პოლიტიკურ პარტიას მივეცი საშუალება ჩემი შვილის სულით მანიპულირების, ამ ადამიანს მე არ ვენდობი. დავაყენებ მისი კომისიიდან აცილების საკითხს. ყველა ინფორმაციას მივაწვდი კომისიას, რაც გამაჩნია დეტალებში. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კომისია გამოავლენს ყველა იმ პირს, ვინც ეს საქმე შეკერა“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ეკა ბესელიას განცხადებით, მისი აცილების მოთხოვნა ზაზა სარალიძის მხრიდან პოლიტიკური გზავნილია.

„მე არცერთ ეთერში და მათ შორის „რუსთავი 2“-ის ეთერში, სადაც თქვენც იყავით, არ მიმიცია ჩემი თავისთვის უფლება, დამედანაშაულებინეთ რაიმეში! გიცხადებდით და გიცხადებთ სრულ სოლიდარობას. „ნაციონალურ მოძრაობას“ რასაც ვეუბნები, ეს თქვენ ნამდვილად არ გეხებათ. ძალიან უცნაურია, იმ კომისიაში, სადაც უმრავლესობა ოპოზიციას აქვს და „ევროპული საქართველოს“, სადაც კომისიის თავმჯდომარე ოპოზიციის წარმომადგენელია, ეკა ბესელიას უცხადებდე უნდობლობას. ეს უკვე მართლაც ბევრის მთქმელია ჩემთვის“, – წერს ეკა ბესელია სოციალურ ქსელში.

ხორავას ქუჩაზე ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა დღეს გაიმართება.

კომისიის შემადგენლობა პარლამენტმა 6 ივნისს დაამტკიცა. კომისიაში „ევროპულ საქართველოს“ 9 წევრი ჰყავს: ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია, ირაკლი აბესაძე, სერგო რატიანი, ხათუნა გოგორიშვილი, მამუკა ჩიქოვანი, გიგა ბოკერია და ირმა ნადირაშვილი. „ქართული ოცნება“ 6 წევრით არის წარმოდგენილი: არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ეკა ბესელია, ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი და სოფიო კილაძე.  „პატრიოტთა ალიანსს“ ადა მარშანია წარმოადგენს. კომისიის წევრია დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილიც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]