მისი თქმით, ვერ იტყვის, რომ საქართველოში ეკონომიკა და მოქალაქეების კეთილდღეობა უმაღლეს დონეზეა, მაგრამ ასევე ვერ იტყვის, რომ წარუმატებელი იყო ბატონი კვირიკაშვილის საქმიანობა.
„ეკონომიკურ პრობლემებზე, დაახლოებით, ერთი თვის წინ პარლამენტში ვისაუბრე, მაგრამ მაშინ სრული მიუღებლობა იყო იმ ჭეშმარიტების, რომ დასაქმების მიმართულებით სირთულეები არსებობს და ასე შემდეგ. უცებ UNICEF-ის კვლევამ გასაგები გახადა ეს საქართველოს მთავრობისთვის, რომ ეკონომიკის მიმართულებით არსებობს პრობლემები. მინდა ვთქვა, რომ ბატონი კვირიკაშვილის გუნდის მიერ ორი წლის განმავლობაში, ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები ერთმნიშვნელოვნად ვერ შეიძლება შეფასდეს, როგორც წარუმატებელი და უარყოფითი“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილმა მოუწოდა მმართველ პარტიას, პრემიერად ბიძინა ივანიშვილი დაასახელოს.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გუშინ გადადგა. ამის მიზეზად მან ფუნდამენტურ საკითხებზე პარტიის ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან განსხვავებული მოსაზრებები და პოზიციები დაასახელა. პრემიერის გადადგომის გამო მთავრობის ყველა წევრს უფლებამოსილება შეუწყდა.