weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ასე სახაჭაპურეც კი არ იმართება, არათუ სახელმწიფო – დავით უსუფაშვილი

17:06 ორშაბათი, 18 ივნისი 2018

„ასე სახაჭაპურეც კი არ იმართება, არათუ სახელმწიფო. საჭიროა, სასწრაფოდ მთავრობას თუ პრემიერ-მინისტრობის დასახელებულ კანდიდატს ვინმემ კონსტიტუცია მიაწოდოს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და პარტია „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა მამუკა ბახტაძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც პარლამენტს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება ორჯერ მოუწევს.

„ყველა, ვინც ამაზე საუბრობს, ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდნენ იმაზე, რომ ეს ქვეყანა იმართება კონსტიტუციით. რას ნიშნავს ცოტა ხანი დავამტკიცებთ, მერე სხვა რაღაცას გავაკეთებთ და მერე კიდევ დავამტკიცებთ. თუ არ მიიღეს კანონი მთავრობის სტრუქტურის შეცვლაზე, ან ახალი შემადგენლობა არ წარმოადგინა, ასე ჰაიჰარად დამტკიცებული მთავრობა დარჩეს ქვეყანას? ყოვლად წარმოუდგენელია. მე ნამდვილად არ მეგონა, თუ ამ დღეებში კიდევ რამე გამიკვირდებოდა.

ერთადერთი იმედი ახლა პარლამენტზეა. იქნებ პარლამენტში მაინც ეყოს ვინმეს ცოდნა, სახელმწიფოებრივი აზროვნებაც, მიდგომებიც და ახალ პრემიერსა თუ პრემიერობის კანდიდატს ამ საწყის ეტაპზევე კარგად განუმარტონ, რა საქმეს ჰკიდებს ხელს, რა ჩარჩოებში უნდა ჩასვას თავისი თავიც და მთავრობაც“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ პარლამენტის წინაშე ნდობის მოსაპოვებლად მთავრობა დღეს არსებული სამთავრობო სტრუქტურით და კაბინეტის წევრთა ფორმალური შემადგენლობით წარდგება. 3 კვირის შემდეგ, როდესაც საკანონმდებლო და საკადრო ცვლილებები განხორციელდება, პარლამენტს ნდობის მისაღებად  სტრუქტურულად და პერსონალურად შეცვლილი მთავრობის შემადგენლობა წარედგინება. ბახტაძის თქმით, ამ დროისთვის მინისტრების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება, რის შედეგადაც 100-120 მილიონი ლარი დაიზოგება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]