„ბატონო ლევან, თქვენ გაქვთ ჩვენი სრული მხარდაჭერა რეფორმებსა და თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებაში. ჩვენი ჯარისკაცები იცავენ სამშობლოს და მშვიდობას მსოფლიოს ურთულეს წერტილებში. რა თქმა უნდა, სწორედ ამიტომ ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერა მათ მიმართ მაღალია. დეპუტატებს გვაქვს სურვილი, რომ გარკვეული პერიოდი ჯარისკაცების ცხოვრებით ვიცხოვროთ, მათთან ერთად გავიაროთ წვრთნა და მომზადება და მივცეთ მაგალითი ჩვენს შვილებს, რომ შეიარაღებულ ძალებში სამსახური დიდი პატივია“, - აღნიშნა თალაკვაძემ.
თალაკვაძემ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატ ლევან იზორიას მიმართა, დეპუტატების ეს თხოვნა და სურვილი გაითვალისწინოს.