weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველო აშშ-გან უახლეს ანტისაჰაერო თავდაცვით სისტემებს - სტინგერებს მიიღებს

09:48 ოთხშაბათი, 20 ივნისი 2018

საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ლევან იზორიას განცხადებით, ანტისატანკო სისტემების, „ჯაველინების“ გადმოცემის შემდეგ, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისგან უახლეს ანტისაჰაერო თავდაცვით სისტემებს - „სტინგერებს“ მიიღებს.

ლევან იზორიამ პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერა თავდაცვის სფეროში განხორციელებული სწორი პოლიტიკის აღიარებაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს.

ამერიკული წარმოების საზენიტო კომპლექსი „სტინგერი“ აშშ-ის შეიარაღებაში 1981 წელს მიიღეს. დღეს მას შეერთებული შტატების სამხედრო ძალების გარდა, არაერთი ქვეყანა ფლობს. ლევან იზორიას არ დაუკონკრეტებია, როდის მიიღებს საქართველო აშშ-სგან აღნიშნულ თავდაცვით სისტემებს.

2018 წლის იანვარში საქართველომ აშშ-სგან „ჯაველინები“ მიიღო. 410 რაკეტასა და 72 გამშვებ დანადგარში საქართველომ 75 მილიონ აშშ დოლარი გადაიხადა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]