ბოკერიას თქმით, ბახტაძის მიერ წარდგენილი ახალი სამთავრობო პროგრამა მისთვის დამაჯერებელი არ არის.
„ბატონო მამუკა, თქვენ ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ თქვენი ახალი პროგრამა პირადად ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის არათუ დამაჯერებელი არ არის, არამედ იქ მოტანილი იდეების უმრავლესობა ან მავნებლობად მიგვაჩნია, ან უაზრობად, ან ვფიქრობთ, რომ ლოზუნგად დარჩება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ
მამუკა ბახტაძის თქმით, გიორგი კვირიკაშვილი ბევრ ინიციატივას იზიარებდა.
გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან 13 ივნისს გადადგა. ამის მიზეზად მან ფუნდამენტურ საკითხებზე პარტიის ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან განსხვავებული მოსაზრებები და პოზიციები დაასახელა.