weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მთავრობის ახალი სტრუქტურას მამუკა ბახტაძე 26 ივნისს წარადგენს

18:15 ორშაბათი, 25 ივნისი 2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის ახალ სტრუქტურასთან დაკავშირებით განცხადებას ხვალ, 26 ივნისს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთებს.

„ბრიფინგზე დეტალურად ვისაუბრებთ, როგორი ახალი სტრუქტურით წარვდგებით პარლამენტის წინაშე. შემიძლია დავადასტურო, რომ სამინისტროების რაოდენობა არ იქნება 11-ზე მეტი. როგორც განვაცხადე, ეს არის ოპტიმალური რაოდენობა იმისთვის, რომ ეფექტურად გავუმკვლავდეთ იმ გამოწვევებს, რაც არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის წინაშე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან.

პრემიერმა არ დააკონკრეტა, იქნება თუ არა ახალ მთავრობაში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

„ჩვენ განახლებულ შემადგენლობას წარვადგენთ პარლამენტში. ხვალ გვექნება ახალი სტრუქტურის პრეზენტაცია. დეტალურად ავხსნი, რომელი კომპონენტი რომელში გადავა და როგორ მოხდება ოპტიმიზაცია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძის მიერ წარდგენილი დროებითი მთავრობა პარლამენტმა 20 ივნისს დაამტკიცა. როგორც მაშინ ბახტაძემ განაცხადა, პარლამენტს უახლოეს სამ-ოთხ კვირაში სტრუქტურულად და პერსონალურად შეცვლილი მთავრობა წარედგინება და მინისტრთა კაბინეტი ნდობის მისაღებად პარლამენტში კიდევ ერთხელ მივა. წინასწარი ინფორმაციით, მთავრობის რესტრუქტურიზაციის შედეგად გაუქმდება სასჯელაღსრულების სამინისტრო და იუსტიციის სამინისტროს შეუერთდება. ორად გაიყოფა დევნილთა სამინისტრო, რომლის ფუნქციების ერთ ნაწილს - სოციალურ საკითხებს ჯანდაცვის სამინისტრო შეითავსებს, დევნილებისთვის საცხოვრებლებით უზრუნველყოფას და მშენებლობის საკითხებს კი ინფრასტრუქტურის სამინისტრო. გაუქმდება კულტურისა და სპორტის სამინისტრო და განათლების სამინისტროსთან გაერთიანდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]