weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მთავრობის ახალ სტრუქტურაში 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი იქნება

13:10 სამშაბათი, 26 ივნისი 2018

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობის ახალ სტრუქტურაში 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი იქნება. სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეერწყმება.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა. თქვენ იცით, რომ ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი გახლავთ საქართველოში ადამიანი, მასზე ზრუნვა და ადამიანური კაპიტალის შექმნა. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებების, როგორიც არის განათლება, კულტურა და სპორტი, მაღალი კოორდინაციის ხარისხი არის ძალიან მნიშვენლოვანი იმისთვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ ამ მიზანს“, - აღნიშნა ბახტაძემ.

მისივე თქმით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო იუსტიციის სამინისტროს შეერწყმება. უქმდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო, ხოლო მისი ფუნქციები გადანაწილდება სამ სხვადასხვა უწყებაზე.

„დევნილთა განსახლების ფუნქცია გადავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინსტორში. მიგრაციის კომპონენტი შსს-ში, ხოლო სოციალური საკითხები გადაეცემა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. გარდა ამისა, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო შეერწყმება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს. ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი გადავა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში“, - განაცხადა ბრიფინგზე მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ამ ცვლილებებით დასაბამი მიეცემა მცირე მთავრობის კონცეფციის განხორციელებას, რადგან სწორედ ასეთი მთავრობის ყოლა შედის ხალხის ინტერესებში.

„რასაკვირველია სტრუქტურული ოპტიმიზაციის კვალდაკვალ, შემცირდება სამთავრობო ხარჯები. ბიუროკრატიაზე დაზოგილი სახსრები კი სხვადასხვა ინიციატივების სახით სახელმწიფო ბიუჯეტის წყაროს, ანუ ისევ ჩვენს საზოგადოებას მოხმარდება“, - აღნიშნა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრი მთავრობის სტრუქტურული რეფორმის განსახორციელებლად საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს დღეს მიმართავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]