weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ევროპული ყაიდის საქართველო არის ერთადერთი შეთავაზება აფხაზებისთვის – მამუკა ბახტაძე

12:02 ოთხშაბათი, 27 ივნისი 2018

„ომი არის ტკივილი და წარსული, ხოლო ჩვენი მომავალი - ეს არის მშვიდობა და განვითარება. ჩვენ პირდაპირ განვაცხადეთ, რომ სწორედ განვითარებული და ევროპული ყაიდის საქართველო არის ერთადერთი უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი აფხაზი ძმებისთვის, რომ ჩვენ ერთად გავაგრძელოთ ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში, დადიანების სასახლეში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.

„ძლიერი საქართველო ნიშნავს ძლიერ კუთხეებს და ძლიერ რეგიონებს; ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა კუთხე უნდა იყოს განვითარებული; ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი კუთხეების და რეგიონების უპირატესობების მაქსიმალურად გამოყენება. ამ კუთხით სამეგრელო უნიკალური კუთხეა ჩვენთვის და ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და ეკონომიკისთვის.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება დროულად დასრულდეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა. სასიცოცხლოდ გვჭირდება ღმაწყლოვანი პორტი იმისთვის, რომ უკეთესად ავითვისოთ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი. ფოთისა და ანაკლიის პორტები ერთად უზრუნველყოფენ იმას, რომ ჩვენ გვექნება უნიკალური სამრეწველო პოტენციალი სამეგრელოში. ეს გახდება გარანტი, რომ ჩვენი ეკონომიკა კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი და ევროპული იქნება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ტურისტული პოტენციალის 10%-იც კი არ არის ათვისებული.

„ამ კუთხით გაცილებით მეტი გვაქვს გასაკეთებელი. განსაკუთრებით ის, რაც ეხება მცირე საოჯახო ტიპის სასტუმროების განვითარებას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ ნაწილში ჩვენ მნიშვნელოვნად გავზრდით აქტივობას - გავაორმაგებთ, გავასამმაგებთ ამ მიმართულებით ინვესტიციებს. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტემპი დაჩქარდება. ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი უნდა მორჩეს ვადაში და კიდევ უფრო მოკლე ვადაში ახალი პროექტები უნდა დავიწყოთ“, – აღნიშნა ბახტაძემ.

მოსახლეობასთან შეხვედრამდე პრემიერ-მინისტრი საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახში მივიდა და მთავრობის სახელით სრული თანადგომა დაპირდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]