weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რეგიონებში მთავრობის რწმუნებულს გუბერნატორი აღარ ერქმევა

20:30 სამშაბათი, 03 ივლისი 2018
ფოტოზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა ფოტოზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა

საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედების შემდეგ, ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მთავრობის წარმომადგენლებს სახელწოდება ეცვლება და მხოლოდ „სახელმწიფო რწმუნებული“ ეწოდება, ტერმინი „გუბერნატორი“ კი გაუქმდება.

კონსტიტუციის ახალი რედაქცია 2018 წლის ოქტომბერში არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედდება.  

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა კონსტიტუციასთან სხვა კანონების ჰარმონიზაციის მიზნით მომზადებული ცვლილებები უკვე განიხილა.

პარლამენტის წევრების გიორგი კახიანისა და გურამ მაჭარაშვილის მიერ ინიცირებული კანონპროექტებით, ტერმინოლოგიური ცვლილებები „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონსა და სხვა საკანონმდებლო აქტებში ხორციელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]