weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შესაძლოა თანამდებობა დღეს დატოვოს

12:44 ოთხშაბათი, 04 ივლისი 2018
ფოტოზე ზურაბ პატარაძე ფოტოზე ზურაბ პატარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ადასტურებს, რომ აჭარის მთავრობაში ცვლილებებთან დაკავშირებით პარტია „ქართულ ოცნებაში“ კონსულტაციები გაიმართა. თალაკვაძის თქმით, კონსულტაციების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება უახლოეს საათებში გახდება ცნობილი.

„კონსულტაციები იყო გუნდში ამ საკითხთან დაკავშირებით. გთხოვთ, ცოტა ხანს რომ დაელოდოთ იმიტომ, რომ დღის მეორე ნახევარში ახალი ინფორმაცია უკვე ოფიციალურად აჭარის მთავრობის მხრიდან გახდება თქვენთვის ცნობილი“, - უთხრა ჟურნალისტებს თალაკვაძემ.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე თანამდებობის დატოვებას აპირებს. 12:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში პატარაძის ბრიფინგიც ჩაინიშნა, რომელიც 14:00 საათისთვის გადაიდო. აჭარის ტელევიზია იუწყება, რომ ზურაბ პატარაძე თანამდებობის დატოვების შესახებ გააკეთებს განცხადებას. პატარაძის გადადგომა ავტომატურად გამოიწვევს აჭარის მთავრობას უფლებამოსილების შეწყვეტას.

ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ 2016 წლის 15 ივლისს დაინიშნა. მანამდე ის ყაზახეთში საქართველოს ელჩი იყო.   

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]