„პანკისის ხეობაში ერთხელ ვიყავი და ისიც საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად. ალბათ, სულ რაღაც ნახევარი საათის განმავლობაში ვიმყოფებოდი იქ. მიმაჩნია, რომ საქმიანობის გამჭირვალობა და საჯაროობა არის უმნიშვნელოვანესი. ჩემი საქმიანობა არის გამჭირვალე, საჯარო და გაშუქებული. მხარს ვუჭერ საქართველოს რეფორმების პროცესს, საქართველოს ევროატლანტიკურ მისწაფებებს და საქართველოს განვითარებას. ზოგადად ჩემი მთავრობა ებრძვის ტეორირიზმსა და ექსტრემიზმის ნებისმიერ გამოვლინებას“, - აღნიშნა იან კელიმ.
ტრისტან წითელაშვილმა 30 მაისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე „დასავლური საფრთხეები საქართველოსთვის“ განაცხადა, რომ საქართველოს დასავლეთი ებრძვის.
„საქართველო მთავრობა არის მძევალი. მძევალი არის ამერიკის საელჩოსა და ელჩის მიერ. ამერიკის ელჩმა იმ დონეზე ითავხედა, რომ პანკისის ხეობაში ავიდა და სირიიდან დაბრუნებულ „ისლამურ სახელმწიფოში“ მებრძოლ ტერორისტებს შეხვდა იქ. ამის ინფორმაციები გაქვს ჩვენ. რისთვის? იქ კერებს ქმნის ეს ადამიანი“, - ამბობს ტრისტან წითელაშვილი.
წითელაშვილის ინფრმაციით, დღეს რუსეთის ხელისუფლება, კონკრეტულად პუტინი, მზად არის, დაიწყოს საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი აფხაზეთსა და სამაჩაბლოსთან მიმართებაში. მისივე თქმით, ეს შანსი საქართველომ ხელიდან არ უნდა გაუშვას.
პოლკოვლიკი ტრისტან წითელაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დააკავეს და სამშობლოს ღალატისთვის პატიმრობა მიუსაჯეს. 2012 წელს, ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ, მას პოლიტპატიმრის სტატუსი მიენიჭა, ხოლო 2013 წელს პატიმრობიდან გათავისუფლდა.